ლაინერი ''ტიტანიკი II'', რომელიც 2018 წელს გაცურავს

18 სექტემბერი 2017, 00:00 5771 ნახვა

ასე გამოიყურება ლაინერი ''ტიტანიკი II', რომელიც 2018 წელს გაცურავს.

გემი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება და ის მყარად არის აგებული. იგი ძალიან ჰგავს 1912 წელს ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ტიტანიკს.

თანამედროვე ტიტანიკს შენარჩუნებული აქვს თურქული აბანოები და სავარჯიშო დარბაზი.
იგი გთავაზობთ პირველი, მეორე და მესამე კლასის ბილეთებს, მოსაწევ ოთახსა და გრანდიოზულ კიბეს, რომელიც 1997 წლის ჰოლივუდის ფილმ  ''ტიტანიკში''  გამოიყენეს.
ასევე სიახლეა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და მაღალი უსაფრთხოების მახასიათებლები.

ყველასთვის ბორტზე იქნება სამაშველო ნავები - 1912 წლის გემისგან განსხვავებით, რომელზეც მგზავრი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნავები.

''ტიტანიკი II''  დაახლოებით 4 მეტრით განიერი იქნება, ვიდრე ნამდვილი ტიტანიკი იყო, მაგრამ სიგრძე, სიმაღლე და წონა იგივე იქნება,  მას  9 გემბანი აქვს.

გემზე განთავსებული იქნება 840 კაბინა,  2435 მგზავრს და  900 ეკიპაჟის წევრს გადაიყვანს.

გემის შექმნაზე ავსტრალიელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კლაივ პალმერი მუშაობს.

ახალი გემი დაახლოებით  300-დან 400 მილიონამდე გირვანქა სტერლინგითაა £ შეფასებული.

იხილეთ ფოტოგალერეა ⤵

გრანდიოზული კიბე


სავარჯიშო დარბაზი


თურქული აბანო


საცურაო აუზი


მეორე კლასის კაბინა


(წყარო: www.mirror.co.uk)

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი