2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების დოკუმენტი

18 სექტემბერი 2017, 00:00 3645 ნახვა

ვაცნობიერებთ რა, რომ მედიის როლი არჩევნების და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მიუკერძოებელი გაშუქება საარჩევნო სუბიექტებს საკუთარი გზავნილების მოქალაქეებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს, ამომრჩეველს კი ეხმარება გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი კანდიდატების საქმიანობის, საარჩევნო პროგრამის და სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ  გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ღია სახელმძღვანელო წესებს.

წინამდებარე დოკუმენტი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსს,” „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, „ მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს“,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსს” ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის ქცევის კოდექსს” „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს“  და იმ წესებს, რომელსაც ეს დოკუმენტი განსაზღვრავს.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების სრულყოფილად გაშუქებას უზრუნველყოფს მაუწყებლის ტელე, რადიო და ინტერნეტპლატფორმების (www.ajaratv.ge www.radioajara.ge სოციალური ქსელები) მეშვეობით.

ვეთანხმებით მოლოდინს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მოქალაქეები კი არიან ვალდებულნი, მოითხოვონ სამართლიანობა, დაბალანსებულობა და მიუკერძოებლობა,  იცოდნენ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ განაპირობებს მათთვის აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას  და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმავლობაში მაუწყებელი გააფართოებს დაინტერესებულ პირთა წრეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, გამოთქვამთ მზაობას, არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი ღიად განვიხილოთ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

http://ajaratv.ge/files/photos/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98.pdf

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი