მერიის ზედამხედველობის სამსახურს გულგრილობაში, ქალაქის მერიას კი კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გელა დეკანაძეს მაგალითისთვის ტაბიძის 2 ნომერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოჰყავს , სადაც მისივე თქმით, ქვეითად მოსიარულეთა უფლებები ირღვევა და შეზღუდულია საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შესაბამის უწყებას სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას სთხოვს. მერიაში საპასუხო კომენტარი ამ წუთებში კეთდება.