გორგილაძის ქუჩაძე ქვეითად მოსიარულეს მოპედი დაეჯახა

15 სექტემბერი 2017, 00:00 4206 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  მოპედი ქვეითს დაეჯახა. მოზარდი  საავტომობილო გზაზე, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელიდან რამდენიმე მეტრში, ქუჩის საპირისპირო მხარეს  გადადიოდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია  მუშაობს. 

მოპედის მძღოლი და ქვეითი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, ავარიის დროს დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის თქმით, ქვეითად მოსიარულეს ღია მოტეხილობები აღენიშნება.

 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი