დაეკისრება თუ არა ფინანსური სანქცია ფინანსთა სამინისტროს?  

15 სექტემბერი 2017, 00:00 2686 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია – აცხადებენ “სამართლიან არჩევნებში.” სამინისტრომ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა.

სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებსა და ვიდეოზე მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენა იყო ასახული, რომელიც ფეისბუქიდან დღეს წაშალეს. მთავრობაში მიზეზად ადმინისტრატორის შეცდომას ასახელებენ, ამბობენ, რომ მას პირადი და სამინისტროს გვერდი ერთმანეთში აერია. ჩნდება კითხვა: როგორ ვერ შენიშნეს ოფიციალურ გვერდზე პასუხისმგებელმა პირებმა პოსტი, რომელსაც მომხმარებელი სამი დღის განმავლობაში ხედავდა და იწონებდა?

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი