მაუწყებლის გეგმები

14 სექტემბერი 2017, 00:00 2717 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო წინასაარჩევნო პერიოდის აქტიურად გაშუქებას დღეიდან იწყებს. ამომრჩევლის უკეთ ინფორმირებისთვის, საარჩევნო სუბიექტებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროგრამის, ხედვების და მიზნების შესახებ ინფორმაცია მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ტელევიზიის, რადიოს და ვებ-გვერდის საშუალებით გაავრცელონ.

საარჩევნო თემატიკაზე გადაცემები აჭარის რადიოში უკვე დაიწყო. ტელევიზიაში კი დღეიდან იწყება. “ახალი სივრცე” სრულად დაეთმობა არჩევნების გაშუქებას, საარჩევნო პერიოდში ფორმატს შეიცვლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ “ფაქტორი.”

ამავე კატეგორიაში