ვინ დააზიანა სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილი?

13 სექტემბერი 2017, 00:00 3612 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე არსებული ავტომობილი სერიით SCA 007  დაზიანებულია. მანქანა დღეს პარტია „ქართული ოცნების“  შტაბის წინ დავაფიქსირეთ. 
აღნიშნული სერიის ავტომობილი, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის ვახტანგ წულაძის სარგებლობაშია. ის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. 

ვახტანგ წულაძე ირწმუნება, რომ  ინციდენტი მისივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, შრომის ქუჩის ორ ნომერთან მოხდა. დეპუტატის სამსახურეობრივი ავტომობილი გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელიც უცნობმა პირმა დააზიანა.



მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ავტომობილს სადაზღვევო კომპანია შეაკეთებს. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ MITSUBISHI OUTLANDER მარკის ავტომობილი 2010 წელსაა გამოშვებული, ამ ეტაპზე მისი  ღირებულება  კი 13 ათას ლარს შეადგენს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ მიმდინარეობს თუ არა საქმეზე გამოძიება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი