აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ხვალიდან ავიაცია ჩაერთვება

12 სექტემბერი 2017, 00:00 3022 ნახვა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ხვალიდან ავიაცია ჩაერთვება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ვერტმფრენებიდან, შხამ - ქიმიკატებს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გააფრქვევენ, რაც დასახლებული პუნქტებიდან მოშორებითაა. მინისტრი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზიანის შედეგად, თხილის ექსპორტი შემცირდება, თუმცა ზიანის გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ მავნებელი მწერი არაა.

აზიურმა ფაროსანამ და სხვადასხვა დაავადებამ მოსავალი აჭარაშიც გაანადგურა, თუმცა ყველაზე დიდი ზიანი გურიას და სამეგრელოს მიადგა.   საკითხს ხმაური მოჰყვა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი