“ქართული ოცნება” აჭარაში მერობის კანდიდატებს წარადგენს

12 სექტემბერი 2017, 00:00 3210 ნახვა

პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი  აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს. ოფიციალური ცერემონია 20 საათზე დაიწყება, 19 საათზე კი კონცერტი გაიმართება.  ბათუმში მერობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლაშა კომახიძეა, ქობულეთში მმართველ პარტიას მირიან ქათამაძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე წარმოადგენს.

ლევან გორგილაძე, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი, მერობისთვის ქედაში იბრძოლებს. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე შუახევშია მერობის კანდიდატი. ხელვაჩაურში საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე იბრძოლებს. ხულოში მერობის კანდიდატი კი კურორტ გოდერძის დირექტორის ყოფილი, მოადგილე გოჩა მელაძე იქნება.  მერობის კანდიდატების თქმით, ისინი ამბიციური პროგრამებით მოდიან. “ქართული ოცნება” უახლოეს პერიოდში პროპორციულ სიას და მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენს. თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, გამგებლის სტატუსი მერის სტატუსით შეიცვალა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი