ავტობუსების ბილეთები ჯიხურებში აღარ გაიყიდება. ორი კატეგორიის ბილეთი სარგებლობიდან ამოღებულია, მათი ჩანაცვლება სამგზავრო პლასტიკური ბარათებით მოხდება. ავტოტრანსპორტის დირექტორი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღეს.
მგზავრებს ავტობუსში 80 თეთრიანი ბილეთების შეძენა შეუძლიათ, პლასტიკური ბარათების მიღება კი უფასოა. რამდენიმე თვეში მგზავრობის საფასურის გადახდა სახელფასო ბარათითაც იქნება შესაძლებელი.