მზეზე ძლიერი აფეთქება მოხდა - მოსალოდნელია გეომაგნიტური დღეები

12 სექტემბერი 2017, 00:00 8294 ნახვა

4 სექტემბრიდან, მზეზე მცირე აფეთქებები აღინიშნებოდა, 6 სექტემბერს კი აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ აშშ-ში NASA-ს მიერ გადაღებული  მზეზე მომხდარი ორი უახლესი აფეთქების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთი ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი იყო.

როგორც სააგენტო იუწყება, დედამიწამდე 13 და 14 სექტემბერს ,,პლაზმის ღრუბლები“ მოაღწევს და მაგნიტურ ველს გააძლიერებს. 
მეცნიერებმა მოსალოდნელი სიტუაცია შეაფასეს გეომაგნიტურ შტორმად შეაფასეს. G1 კატეგორიის დროს, ელექტრო ხელსაწყოებზე გავლენა შედარებით მცირეა, თუმცა მათ მუშაობაში მაინც ხდება მცირე შეფერხებები.  ასეთი მაგნიტური შტორმები უარყოფით გავლენას ახდენენ მიგრანტ ცხოველებზე.

G2 – ამ დროს შესაძლოა მოხდეს, ელექტრო ხელსაწყოების დაზიანება, მეტწილად მაღალ განედებზე. ასევე ფიქსირდება კოსმოსურ ხომალდებზე მაღალის სიხშირის რადიოტალღების შეფერხება. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არტერიული ჰიპერტონია და გულის დაავადება აწუხებთ. ამ დროს ინსულტებისა და ჰიპერტონული კრიზის რისკი 15%-ით იზრდება. ჯანმრთელი ადამიანებიც ხშირად გრძნობენ სისუსტეს, მოუსვენრობას და თავის ტკვილს.

დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროში კი ,,პოლარულ ციალს“ ელოდებიან, რომელიც მოციმციმე სინათლეა, ის ძირითადად მზის რადიაციითაა გამოწვეული და როგორც წესი პოლუსების ახლოს შეინიშნება. ,,ჩრდილოეთის ციალი“, ამავდროულად წარმოადგენს აღმაფრთოვანებელ, გასაოცარ, მაგიურ სანახაობას.

წყარო - http://www.swpc.noaa.gov. www.nasa.gov

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი