12 და 13 სექტემბერს, თბილი ჰაერის მასები უფრო ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას, რის ფონზეც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დაცხება, სადაც ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში +31, +33, ხოლო სანაპირო კურორტებზე +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
ზღვის წყლის ტემპერატურა ამ მომენტისთვის კომფორტულია და +25 გრადუსი ფიქსირდება.