შავნაბადას მთაზე მეტყევე - მეხანძრეები  რჩებიან

11 სექტემბერი 2017, 00:00 2021 ნახვა

შავნაბადის მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე ხულოს სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ადგილზე რჩება მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი. პრევენციული ღონისძიებები და მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ხულოს სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარმა 30 ჰექტარზე  მეტ ფართობზე არსებული 60%-ი ბუჩქნარი და 40%-ი წიწვოვანი ნარგავები გაანადგურა. შეგახსენებთ, შავნაბადის მთაზე ხანძრის ოთხი კერა ერთი კვირის წინ დაფიქსირდა. რთულ რელიეფურ ზონაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი