აჭარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.