ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს

09 სექტემბერი 2017, 00:00 3179 ნახვა

ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. მოცურავემ სტარტი ბათუმში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და ანბანის კოშკთან დაასრულებს. მისი წინა რეკორდი 8 კილომეტრ ნახევარს შეადგენს, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში მხოლოდ ფეხების დახმარებით გადაცურა. ახლა კი, აქამდე არსებული შედეგის 2 კილომეტრით გაუმჯობესებას აპირებს. 57 წლის მოცურავე აღნიშნული დისტანციის დაფარვას 5-6 საათში გეგმავს.

ამავე კატეგორიაში