ციკლონური ხასიათის, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომელიც საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო -დასავლეთიდან შემოიჭრა ძალას კარგავს.
ღამის საათებში, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და ხვალ დღისით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს. ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. მომდევნო 5 დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.