სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

14 ივნისი 2016, 00:00 3907 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ  ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა და მისი დაკავება ხელისუფლების მიერ პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით იქნა გამოყენებული, რაც კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაა. სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი ამ ნაწილში დააკმაყოფილა. თავად მოსარჩელე მხარე არამატერიალური ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით დაახლოებით 55 ათას ევროს ითხოვდა. განმცხადებელი აცხადებდა, რომ მისი წინასწარი დაკავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო შიდა კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ნაკლოვანებების გამო. მერაბიშვილის დაცვის მხარე კი ამბობდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ უსაფუძვლო იყო, რითაც დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი