სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო განცხადებას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ თავიდანვე შეზღუდა ბრალდებულის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილით და სურდა საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო. უჩა ნანუაშვილმა ამ ეტაპზე მხოლოდ საქმის გამოძიებაში დაშვებული ხარვეზები მიმოიხილა.