ართანაში ხანძრის კერა კვლავ აქტიურია, ხანძრის ქრობაში დილიდან მხოლოდ ერთი ვერტმფრენია ჩართული. თუშეთში, ხახაბოს მთის ფერდობზე ხანძრის ცალკეული უბნები ლოკალიზებულია, დარჩენილ კერებზე კი მეხანძრე - მაშველები კვლავ ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
ამ დროისთვის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე - მაშველი რჩება. ართანაში, კოხტას მთაზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის 500 თანამშრომელი. რამდენიმე საათში ხანძრის ქრობაში ორი ირანული ვერტმფრენი ჩაერთვება. ხანძარი ლიკვიდირებულია შილდის ტყეში. კახეთში ხანძარს მეხუთე დღეა ებრძვიან.