ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთვება

05 სექტემბერი 2017, 00:00 2391 ნახვა

შავნაბადას მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით ერთ საათაში, ავიაცია ჩაერთვება - განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. ზურაბ პატარაძის თქმით, დღის მეორე ნახევარში  ქართველ მაშველებს თურქული მხარეც დაეხმარება. უკვე ცნობილია რომ,  სამუშაოებში თურქული ვერტმფრენიც მიიღებს მონაწილეობას.

შინაგან საქმეთა მინიტრის ბრძანებით ხანძრის ლოკალიზებაში  შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიცია ერთვება - აცხადებს  საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მამუკა თურმანიძის ცნობით, ამ წუთებში ხულოში შავნაბადას ტეყში, 200 მერხანძრე- მაშველი მუშაობს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში