ხულოში შავნაბადას მთაზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
“უკვე მომზადებული არის სპეციალური ადგილები, საიდანც აიღებენ წყლას. პლიუს დღის მეორე ნახევრაში ველოდებით დამატებით ვერტმფრენებს. ჩვენ გვიან ღამით დავასრულეთ მოლაპარაკება თურქულ მხარესთან. დაგვიდასტურეს რომ დღეს ჩამოფრინდება ვერტმფრენი. ვფიქრობ ძალიან მალე გვექნება დადებითი შედეგი” - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.