ქარიშხალ ,,ჰარვის“ შემდეგ, მრავალ ქვეყანას საფრთხეს ქარიშხალი ,,ირმა“ უქმნის

04 სექტემბერი 2017, 00:00 5309 ნახვა

ქარიშხალი ,,ირმა“, რომლის მოძრაობა და ჩამოყალიბების გაზრდა, ლევარდის კუნძულებიდან (ვენესუელა) იკრებს ძალას, შესაძლოა საფრთხის შემქმნელი აღმოჩნდეს; ბაჰამის, (ქვეყანა ატლანტის ოკეანეში), ტურკსის და კაიკოს (ჩრდილოეთ ამერიკა) კუნძულებისთვის, პუერტო-რიკოსთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, სადაც ჯერ კიდევ, ქარიშხალ ,,ჰარვის“ შედეგად დაღუპულებს გლოვობენ და მიყენებულ ზარალს ითვლიან.

იმის გამო, რომ ტროპიკული ქარიშხლის ჩამოყალიბების პროცესი, ძალიან რთული და ცვალებადია, მეტეოროლოგები, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობას მხოლოდ 36 საათით ადრე აფრთხილებენ. სინოპტიკოსები, ვარაუდობენ, რომ ,,ირმა“ ქარიშხლის კატეგორიის მეოთხე ნიშნულს მიაღწევს.ნაციონალური და ატმოსფეროს შესწავლის ადმინისტრაცია, დღეს ქარიშხლის ეპიცენტრში ზუსტი მონაცემების შესაკრებად, სადაზვერვო რეისების განხორციელებას დაიწყებს.

როგორც ეროვნული ქარიშხლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს: ,,არ აქვს მნიშვნელობა, რა მომავალი აქვს ,,ირმას“ და რა ინტენსივობით გაძლიერდება. ყველა ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, უნდა შეიმუშავოს გეგმა. რომელიც სტიქიური პროცესების განვითარების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის შემქმნელ საფრთხეს თავიდან აარიდებს.

წყარო www.nbcnews.com www.noaa.gov www. weather.com - Hurricane news

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი