ხანძარი ხულოში შავნაბადას მთაზე

04 სექტემბერი 2017, 00:00 2338 ნახვა

ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათისთვის განახლდა. ამ დრომდე 4 ხანძრის კერაა. ხანძრის კერები მიუვალ ადგილზეა, რის გამოც სამაშველო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის. ადგილზე მობილიზებულია 100-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა და მეტყევეები.

ხულოს სამაშველო ბრიგადებს ქედისა და შუახევის სამაშველო სამსახურებიც ეხმარებიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის ავიაციის გამოყენების საჭიროება არ არის. ბესიკ ბაუჩაძის ცნობით, 2 საათში გადაწყდება ჩაერთვება თუ არა საავიაციო ტექნიკა.

ამავე კატეგორიაში