საკრებულოს სხდომა ქედაში

13 ივნისი 2016, 00:00 2159 ნახვა

ქედის საკრებულოს გადაწყვეტილბით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოების თანამშრომლები 100-ის ნაცვლად  50 პროცენტიან დანამატს მიიღებენ_გადაწყველტილება ქედის საკრებულომ მიიღო. კორექტირებისას ქედის ადგილობრივი ბიუჯეტს   843 ათას 267 ლარი დაემატა, აქედან 42 ათას 700 ლარი საპრემიო ფონდით შეივსო.  კორექტირებისას დამატებული თანხით 17 ახალი ღონისძიება განხორციელება. საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას კორუფციული და ამომრჩევლის მოსასყიდად გამიზნული გადაწყვეტილება უწოდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა.  საკითხს მხარი არ დაუჭირა „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ დეპუტატმაც. შენიშვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს. ამირან ცინცაძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტლება მოსყიდვად არ ჩაითვლება, რადგანაც ამ საკითხზე საკრებულო დიდი ხანია მსჯელობდა. 

ამავე კატეგორიაში