მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს ზეიმობს

01 სექტემბერი 2017, 00:00 4338 ნახვა

მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან ბაირამის, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან ბაირამის ლოცვა 08:00 საათზე აღავლინეს. ბათუმის ორთა ჯამეში მორწმუნეები დილიდან შეიკრიბნენ.  დღესასწაული  იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის - ისმაილის მსხვერპლად მიტანას ეძღვნება. ამიტომაც დღევანდელ დღეს  მრევლი ალლაჰს მსხვერპლს სწირავს. ყურბანი სამად ნაწილდება. ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენილი კი მეზობლებს, ახლო ნათესავებსა და ღარიბებს გადაეცემათ.  

 „ყურბან-ბაირამი“ ისლამურ სამყაროში უდიდესი დღესასწაულია. იგი ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვში არ აღინიშნება.  მსხვერპლშეწირვის რიტუალი  მთვარის კალენდრით ,,ზილჰიჯჯას” თვის მეათე დღეს ტარდება. ამავე დღეს იმართება ,,ჰაჯობის რიტუალი”, ანუ მოლოცვა მექაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მუსლიმი იკრიბება.

ყურბან-ბაირამი მუსლიმ მრევლს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი