გაურემონტებელი სკოლები

31 აგვისტო 2017, 00:00 2649 ნახვა

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 15 დღე რჩება. სახალხო დამცველის აპარატი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის საქართველოში 189 სკოლა ავარიულია. ომბუდსმენი მიესალმება მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდენციას, თუმცა ხელისუფლებას მიმართავს უფრო აქტიურად განხორციელდეს მოსწავლეთა უფლებრივ მდგომარეობაზე ორიენტირებული ღონისძიებები.

უჩა ნანუაშვილის აპარატი ასევე აცხადებს, რომ მართალია ახალი სკოლები შენდება, თუმცა არა იმ რაოდენობით რაც რეალურადაა საჭირო. საქართველოში სულ 2 085 საჯარო სკოლაა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარაში? დაზიანებული და სარეაბილიტაციო სკოლების შენობები “მთავარის” ეთერში არაერთხელ მოხვდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი