საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადებით „მაშინ როცა შესაძლებელია შიდა რეგულირებით გადაწყდეს ეს საკითხი, მსგავსი თემის პროკურატურაში მიტანა დაშანტაჟების მცდელობას ჰგავს. მე ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს ამ პროცესების მიღმა. შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალა, რომლისთვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა მისაღები არაა. სწორედ ეს არის რისკი, თუმცა რისკების თავიდან არიდების შესაძლებლობა არსებობს- ეს გამჭვირვალობაა.
რამდენიმე დღის წინ, არხის იურიდიული მხადაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა პროკურატურას მიმართა. მალხაზ ბოლქვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ნათია კაპანაძე პროცესების ამგვარ განვითარებას, გარე ძალების მიერ მართულს უწოდებს.