შინაგან საქმეთა მინისტრის აცხადებს, რომ აბასთუმანში დილიდან პოზიტიური დინამიკაა. ავიაცია და ცოცხალი ძალა ეფექტურად მუშაობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1200-ზე მეტი თანამშრომელი. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეებიც.
აბასთუმნის ტყეში ავიაცია დილიდან მუშაობს. ხანძრის ლოკალიზებაში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობს. საჭიროების შემთხვევაში აბასთუმანში დღეს კიდევ ერთი თურქული თვითმფრინავი ჩაფრინდება.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ტყეში გაიჭრა გზა და ცეცხლის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით ხანძრის მასშტაბები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციის დაზუსტება ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება.