,,ჰურიეთ დეილი ნიუსის" ცნობით, ინციდენტი პროვინცია იზმირის ბუჩას რაიონში, ციხის ავტობუსის გავლისას მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის კონტეინერში იყო განთავსებული, რომლის მახლობლადაც ავტობუსმა ჩაიარა. აფეთქების ადგილას უსაფრთხოების ძალები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობენ. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.