დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

29 აგვისტო 2017, 00:00 2074 ნახვა

✔ ხანძარი აბასთუმანში. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით დამატებითი ძალის მობილიზება გახდა საჭირო. ბორჯომიდან აბასთუმანში გადადის საგანგებო შტაბიც. არაოფიციალური ინფორმაციით ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული, იწვის წიწვოვანი ტყე. “სამხრეთის კარიბჭის” იმყოფებოდა ხანძრის ძირითად კერასთან და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დაბაში.  ლუბა გიორგაძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში დეტალებს.  

✔ ვინ არის “ბათუმობის” ღონისძიებების ორგანიზატორი? კომპანია რომელმაც ბათუმის მერიის, კულტურის ცენტრის ტენდერში გაიმარჯვა, 2012 წელსაა დაფუძნებული და “ქართულ ოცნებასთან” აქტიურად თანამშრომლობს, გარდა ამისა 2015 წელს შესყიდვების სამსახურის შავ სიაში მოხვდა – რას ამბობენ “ფავორიტი ედვერთისმენთში”? ასევე მოგიყვებით რაში დახარჯავს აღნიშნული კომპანია 180 ათას ლარს. რეპორტაჟი ნახეთ მთავარში 9-ზე. 

✔ ხვალ სრულდება საუბნო საარჩევნო  კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება. რატომ არ ითხოვს ცესკო საარჩევნო მოხელის სერტიფიკატს და რას ამბობენ მესამე სექტორში? გასული არჩევნების გამოცდილება – ჩააბარა თუ არა 2016 წლის არჩევნებისას ხელისუფლებამ საარჩევნო ადმინისტრაციების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ტესტი და როგორია მოლოდინი წელს? ქეთი კაცაძე მოგვიყვება დეტალებს. 

✔ საბავშვო ბაღი, რომლის გახსნაც შესაძლოა შეფერხდეს – მიზეზი გარე-ვაჭრობაა. გარემოვაჭრეებს შენობის მიმდებარე ტერიტორია ათვისებული აქვთ. მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ – ეს წერეთლის ქუჩა და ის პრობლემაა, რომელიც მერიამ ვერ მოაგვარა. ეს იქნება საკითხი რომელზეც ალბათ ახალ მერსაც მოუწევს ზრუნვა.  თამუნა გაზდელიანი თემის დეტალებით. 

✔ ეს ამბები, ასევე რა თქმა უნდა ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი