აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და ტექნიკაა ჩართული. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებული არ არის. ხანძარი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ცოტა ხნის წინ აბასთუმანში შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდა. მინისტრის თქმით, ხანძარის ჩასაქრობად სპეცტექნიკის ჩართვა იქნება საჭირო. რადგან როგორ ამბობს, ხანძარი უღრან ტყეშია. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკაც.