პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია

29 აგვისტო 2017, 00:00 1849 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა,- ეს განცხადება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა.  

პრეზიდენტის მრჩეველის თენგიზ ფხალაძის თქმით,  გადაწყვეტილებებს საზოგადოების ზურგს უკან არ უნდა იღებდნენ. ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი