აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან, სადაც ასევე ხანძრის ლოკალიზება მოხდა, ვერტმფრენი აბასთუმანში ჩაფრინდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.