ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად გარემოს და ეკოსისტემას საფრთხე არ ემუქრება- ამის შესახებ გარემო ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება.
თამარ ბაგრატიას თქმით მდინარეში ნავთობმა მცირე რაოდენობით გაჟონა, თუმცა საფრთხის ლოკალიზება მყისიერად მოხდა. მდინარე გუჯარულასთან იქ სადაც შსს -ს კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა ამ წუთებში გარემოს დაცვის სპეციალისტები და სამართალდამცავები იმყოფებიან.