“ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი ნამდვილად გმირი პილოტები, რომლებიც დღე და ღამე დაუღალავად შრომობდნენ , ცოცხლები არიან“- ამის შესახებ ილია ელოშვილმა განაცხადა. ენერგეტიკის მინისტრი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი მოინახულა.
მისი განმარტებით, პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება, რათა არ გაჩნდეს ახალი კერები. რაც შეეხება ხეობისთვის მიყენებულ ზიანს-ელოშვილის განცხდებით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილობრივი გამგეობა დაითვლის.