ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

27 აგვისტო 2017, 00:00 2171 ნახვა

ქართველი სპორტსმენი ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პარიზში მიმდინარე შეჯიბრზე ზურაბ იაკობიშვილმა ფინალურ შეხვედრაში პოლონეთის სახელით მოჭიდავე დაამარცხა. იაკობიშვილი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრია, რომელიც 65 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

დაძაბული დაპირისპირება გუშინ, საქართველოს შესანიშნავი გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ზურაბ იაკობიშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველ დღეს, გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ უკვე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი