ლანჩხუთში ავტოვარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

24 აგვისტო 2017, 00:00 15144 ნახვა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ლანჩხუთში. ტრაგიკული შემთხვევა ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში მოხდა.

ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებული მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ საჭეს მართავდა ლანჩხუთის კლინიკაშია მოთავსებული და როგორც მედიკოსები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მანქანას მისაბმელი მოძვრა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ და შემთხვევის დროს ბათუმის მიმართულებით მოძრაობდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში