ბოლო ორ დღეში საქართველოში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. პოლიტიკოსები დივერსიაზე საუბრობენ, ანუ წინასწარ განსაზღვრულ და დაგეგმილ ქმედებაზე, სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის განადგურება-დაზიანებაზე.
 
არაფერს გამორიცხავს შინაგან საქმეთა მინისტრი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, ამავე გამოძიების ფარგლებში მოექცა დღეს დილით ბორჯომის ტყეში ნაპოვნი ბენზინის ბიდონიც.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            