“ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგი

23 აგვისტო 2017, 00:00 3598 ნახვა

ქედაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკანონო მშენებლობაზე საუბრობს. დაბა მახუნცეთში  122 კვადრატულ მეტრ ფართობზე კომერციული მაღაზიის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვაჟა ბოლქვაძის, ინფორმაცით მშენებლობა თითქმის დასრულდა.

მუნიციპალიტეტის გამგეობას კი ჯერ მიწა არ გაუსხვისებია. მიწის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხი ქედის საკრებულომ გასულ კვირას დადებითად გადაწყვიტა. ვაჟა ბოლქვაძის მტკიცებით, კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვა მიწის შესყიდვამდე არ უნდა მიეცათ. ქედის გამგეობაში ამბობენ, რომ კომპანია "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას" უკანონო მშენებლობის დაწყების გამო გაფრხილება მიეცა. ზედამხედველობის სამსახურმა  მას ვადა მისცა, რა დროშიც მშენებლობის ნებართვა უნდა წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია 200 ლარით დაჯარიმდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი