აშშ საქართველოში მომზადების ცენტრს ააშენებს. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, სამინისტროსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მემორანდუმი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი წვრთნების მიმართულებით.