რამდენიმე წუთის წინ ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს.
მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხს მეხანძრე - მაშველებმა განუცხადეს კერას ვერტმფრენიდან რამდენჯერმე დაასხეს წყალი, თუმცა მათი თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.