ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალოკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის მდგომაროება როგორც ხელისუფლების წევრები ამბობენ, სტაბილურია და მდგომარეობა კონტროლირებადია. ოთხ დღიანმა ხანძარმა ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ზუსტი მონაცემი ჯერ არ არის ცნობილი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შემქნილი შტაბი.
მეხანძრეები, სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობდნენ, მთავარი ამოცანა იყო, რომ მოსახლეობაში არ გადასულიყო ცეცხლი. წინა დღეებთან შედარებით ამ დროისთვის დაკვამლიანიებამაც იკლო.