აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა საქართველოში ცეცხლის ჩასაქრობად დამატებითი ძალები გამოგზავნა

22 აგვისტო 2017, 00:00 2562 ნახვა

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა საქართველოში ცეცხლის ჩასაქრობად დამატებითი ძალები გამოგზავნა. ინფორმაციას რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს. 11 ერთეული სახანძრო მანქანა ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ გაემართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით უწყებამ საქართველოში ვერტმფრენიც გამოგზავნა.

 საქართველომ სტიქიასთან ბრძოლაში დახმარებისთვის მეზობელ სომხეთსაც მიმართა. საქართველოში სომხეთიდან 8 სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ,,ნიუს არმენიას" ცნობით, ბორჯომის ტყის მასივში ცეცხლის ლიკვიდაციისთვის პარამედიკოსების ერთი ბრიგადა და ერთი სამაშველო მანქანა ჩამოვა. სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებით, სტიქიის ზონაში 56 ადამიანი გაიგზავნა.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი