შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილი უფროსის ვახტანგ ბერიძის სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმე მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განიხილა. მისი თქმით, ვინაიდან შუახევის კულტურის ცენტრი აიპი გაერთიანებაა გამგებელს ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად მიეღო ვახტანგ ბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტის ინფორმაციით სასამართლოს არ უმსჯელია რაიმე სახის დარღვევასა და სამსახურეობრივ გადაცდომაზე,რაც მისივე თქმით ადამიანის სამართლებრივი სასამართოს უფლების დარღვევას წარმოადგენს.ანა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მოსამართლეს უნდა ემსჯელა გათავისუფლების მიზეზებზე და ამის შემდეგ შეეფასებინა სხვადასხვა საკითხი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.ვახტანგ ბერიძის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად გამგეობის წევრი იტალიაში მივლინებას ასახელებს.ჯიმშერ აბაშიძის თქმით ის საზღვარგარეთ თანხმობის გარეშე გაემგზავრა. თუმცა ირკვევა, რომ თავდაპირველად მივლინებასთან დაკავშირებით გამგეობამ ბერიძეს თანხმობა განუცხადა შემდეგ კი გამგზავრებაზე უარი უთხრა,მიუხედავად ამისა ბერიძე იტალიაში საკუთარი ხარჯებით მაინც გაემგზავრა. გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ მან სამუშაო ადგილი 5 დღით თვითნებურად დატოვა და სამსახურში იტალიიდან დაბრუნების შემდეგაც არ გამოცხადდა.