200 მილიონიანი ინვესტიცია

21 აგვისტო 2017, 00:00 2467 ნახვა

200  მილიონიანი  ინვესტიცია  ქობულეთში  -  აღმაშენებლის  ქუჩაზე  5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას  საფუძველი  დღეს  ჩაეყარა. პროექტის თანახმად,  მოეწყობა 220 ნომრიანი სასტუმრო, ასევე სხვადასხვა გასართობი ობიექტი, სამორინე, საკონფერენციო სივრცეები,  და კაფეები.  ჯამში კომპანია „კრისტალ ბილდინგმა”  200 მილიონი ლარის ინვესტიცია 42 თვის  ვადაში უნდა განახორციელოს.

პროექტი 400-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ჩაუყარა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.  ტერიტორია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მილიონ 648 ათას ლარად გაასხვისა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი