პლენარულ სხდომაზე

10 ივნისი 2016, 00:00 3622 ნახვა

პარლამენტი დღეს, პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელის" პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ფრაქცია "რესპუბლიკელების" მიერ არის ინიცირებული და იგი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციული სისტემის შედეგად. აღნიშნული პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

ამავე კატეგორიაში