მსოფლიო  ლიდერების გამოხმაურება

18 აგვისტო 2017, 00:00 2406 ნახვა

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარი დაგმო და ესპანეთს დახმარება შესთავაზა. იყავით მკაცრები და ძლიერები, ჩვენ გვიყვარხართ" - წერს ტრამპი. ტერაქტის გამო შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა. ბარაკ ობამამ თავისი და მიშელ ობამას სახელით დაღუპულებს მიუსამძიმრა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ყველა ერთიანია. ესპანეთს სოლიდარობა გამოუცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმაც. დონალდ ტუსკმა მომხდარს "მხდლური" თავდასხმა უწოდა.

ესპანეთის მთავრობას თანაგრძნობა უცხადებს პარიზის მერიც." ვწუხვარ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და ახლობლებს"- წერს ან იდალგო. მომხდართან დაკავშირებით ესპანეთის მეფეს მიუსამძიმრა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინმა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. ესპანელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის პირველმა პირმა და გერმანიის კანცლერმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი