ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მცენარეთა დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სარეველა ბალახებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი სამუშაო ხელსაწყოები გადაეცა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკას თანამშრომლებმა, ბოტანიკურ ბაღს გასულ წელს რამდენიმე ათასი დოლარის საჭირო ინვენტარი გადასცეს.