გუშინ ქობულეთში დაკარგული 26 წლის ტურისტი მაშველებმა დღეს დილით 7 საათზე ციხისძირში, ზღვაში იპოვეს.
იგი დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს მეგობრებს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა რომ წყალში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას, რის შემდეგაც ზღვაში გაუჩინარდა.