გონიოში დაღუპული კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგეს

16 აგვისტო 2017, 00:00 2731 ნახვა

შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა – გასულ წელს გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია კატარღით გონიოს საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ და წვრთნების დროს დაკარგული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამხედროებმა ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად ვერ მოხერხდა კურსანტების იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი